ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ლანჩხუთსა და ოზურგეთს ნარჩენების შესაგროვებელი სპეციალური ტექნიკა გადასცა

“საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს სპეციალური ტექნიკა და კონტეინერები გადასცა”,-  ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ავრცელებს.

“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ სპეციალურ ტექნიკა და კონტეინერები ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში, შავი ზღვის სანაპიროს, მასში ჩამავალი მდინარეებისა და მიმდებარე ტერიტორიის ნარჩენებისგან გაწმენდის ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში შეიძინა.

მუნიციპალიტეტებს, სულ, გადაეცათ 8 ნაგავმზიდი, 4 სატვირთო თვითმცლელი მანქანა და 800 კონტეინერი (4 ნაგავმზიდი, 2 სატვირთო თვითმცლელი და 500 კონტეინერი – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს; 4 ნაგავმზიდი, 2 სატვირთო თვითმცლელი და 300 კონტეინერი – ოზურგეთის მუნიციპალიტეტს).

ახალი ტექნიკის საშუალებით, მუნიციპალიტეტებში გაუმჯობესდება ნარჩენების შეგროვებისა და მართვის პროცესი. დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის მომსახურება კი, მუნიციპალიტეტების კიდევ უფრო მეტი მაცხოვრებლისათვის გახდება ხელმისაწვდომი. გამოყენებული იქნება როგორც ნარჩენების შეგროვების როგორც კონტეინერული მეთოდი, ისე „ზარის პრინციპით“ შეგროვების მეთოდი – მაღალმთიანი სოფლებისთვის.

სპეციალური ტექნიკისა და კონტეინერების მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, გურიის მხარის რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კოპმანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი,  ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი და ოზუგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე დაესწრნენ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები