ჩოხატაურის კლინიკაში ტომოგრაფიის კაბინეტი გაიხსნა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კლინიკაში „ჯანმრთელობის სახლი გურიაში“  კომპიუტერული ტომოგრაფირების კაბინეტი გაიხსნა. ინფორმაციას ჩოხატაურის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, გახსნას ესწრებოდნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა.

“შპს „ჯანმრთელობის სახლი გურიაში“ 2013 წლიდან არის საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის პროვაიდერი კლინიკა. სადაც, გურიის რეგიონის მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა მიიღოს უწყვეტი და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება.
კლინიკის მენეჯმენტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რეგიონში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისების განვითარებას. ამ მიზნის უზრუნველსაყოფად, 2020 წელს, კლინიკაში დაინერგა დაავადებების უფასო სკრინინგ პროგრამები.
კოვიდინფექცია ჯანდაცვის სექტორს აყენებს ახალი გამოწვევების წინაშე. გურიის რეგიონში განსაკუთრებით მწავედ იდგა მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტირების საჭიროება. კოვიდინფიცირებული პაციენტებს კომპიუტერული ტომოგრაფიით დიაგნოსტირების მიზნით სხვა რაიონში უხდებოდათ ტრანსპორტირება.
სწორედ ამიტომ, კომპანიის მენეჯმენტმა მიიღო კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატის შეძენის გადაწყვეტილება. დღეიდან, გურიის რეგიონის მცხოვრებლებს მსგავსი ტიპის მაღალტექნოლოგიური კვლევის ჩასატარებლად როგორც გეგმიური, ასევე, გადაუდებელი შემთხვევების დროს აღარ მოუწევთ სხვა რეგიონში წასვლა. შპს „ჯანმრთელობის სახლ გურიაში“ კომპიუტერული ტომოგრაფია ტარდება ამერიკული ინოვაციების სიმბოლოდ აღიარებული კომპანია – “ჯენერალ ელექტრიკის“ აპარატით.
კლინიკას, „ჯანმრთელობის სახლი გურიაში“, აქვს შესაძლებლობა საუკეთესო და თანამედროვე კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატით, უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში ჩაიტარონ საჭირო კვლევები”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები