სოფელ ზედღულეთში საპროტესტო აქცია დასრულდა – ადგილობრივი ხელისუფლების შეთავაზებას დათანხმდნენ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეებმა ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვეს.

აქციის მონაწილეებს დღეს შიდა ქართლის გუბერნატორი ვალერიან მჭედლიძე შეხვდა. მისი თქმით, სოფლის მოსახლეობისგან შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად პრობლემის მოგვარებაზე იმსჯელებს. გუბერნატორის განცხადებით, მნიშვნელოვანია, დაცული იყოს როგორც კეთილსინდისიერი მყიდველის, ასევე სოფლის მცხოვრებელთა ინტერესები.

„ეს ძალიან რთული საკითხია. მხოლოდ ჭები 2008 წელს გაიყიდა ინდოელებზე, შეეცვალა სტატუსი და საძოვრიდან გადავიდა სახნავ-სათესში. რამდენიმე თვის წინ კი ეს მიწა, ინდოელებმა გაყიდეს და მას ახალი მფლობელი ჰყავს. შევთანხმდით, რომ ქუჩიდან პროცესი გადავა კაბინეტში. ამას უნდა მუშაობა. შეიკრიბება რამდენიმე კაცი, შედგება საინიციატივო ჯგუფი და ერთად მოვძებნით გამოსავლის გზებს“, – განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა ვალერიან მჭედლიძემ.

ადგილობრივები ადგილობრივი ხელისუფლების შეთავაზებას დათანხმდნენ და აქციის დასრულების გადაწყვეტილება მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები