“მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა თავად წყვეტს რომელ ლოკაციაზე რა არის გასაკეთებელი” – სამტრედიაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

სამტრედიაში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, რუსთაველის ქუჩისა და დავით აღმაშენებელის გამზირის დამაკავშირებელ ე.წ. ,,სამტრედია- ქუთაისის” გზაგამტარ ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ხიდზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი.

პროცესს მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ზურაბ გოგიასთან ერთად ადგილზე გაეცნო.

“პროექტების მონიტორინგი აქტიურად ხორციელდება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, სასოფლო შეკრებებზე წყდება სოფლისთვის პრიორიტერული საკითხის წამოწევა. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა თავად წყვეტს რომელ ლოკაციაზე რა არის გასაკეთებელი. მიმდინარე წელს ამ პროგრამით, პროექტების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია”, – განაცხადა დავით ბახტაძემ.

სამუშაოებს შპს,,ლატექსი” ასრულებს.

პარალელურად, მოსახლეობის გადაწყევტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მელაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, სტადიონის შემოღობვა მიმდინარეობს.

მელაურში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ექვსი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორცილედება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები