კვლევებით დგინდება, რომ „ომიკრონის“ შტამი ორჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება ვიდრე „დელტა“ ვარიანტი

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჯანდაცვის სექტორმა „ომიკრონის“ ახალ შტამთან დაკავშრებით სპეციალური განცადება გააკეთა. ჩატარებული დაკვირვებით და კვლევებით დგინდება, რომ „ომიკრონის“ შტამი ორჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება ვიდრე „დელტა“ ვარიანტი, რომელიც აქამდე ყველაზე გადამდებ შტამად იყო მიჩნეული.
მეცნიერები ასევე აცხადებენ, რომ შტამის მარტივად გავრცელების პარალელურად, იგი განსაკუთრებით საშიშია იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანის იმუნურ სისტემას მასთან გამკლავების მექანიზმი ფაქტობრივად არ აქვს.
აღნიშნულ საკითხზე მეტი მონაცემების მოსაპოვებლად სხვადასხვა სახელმწიფოს წამყვანი მეცნიერების მუშაობენ. „ომიკრონის“ შტამთან დაკავშირებით კომენტარი დიდი ბრიტანეთის წამყვანმა მეცნიერმაც გააკეთა, რომელიც აცხადებს, რომ შტამის კვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
„ჯერ რთულია დეტალური ინფორმაციის მიღება შტამთან დაკავშირებით და იმაზე თუ როგორ მოქმედებს იგი. ამ დრომდე უცნობია, რა ხარისხით შეუძლია „ომიკრონის“ შტამს კოვიდ19-ზე იმუნიტეტის მქონე ორგანიზმის დაზიანება“, – აცხადებს ლონდონის ჰიგიენისა და მედიცინის სკოლის პროფესორი, კარლ პირსონი.

წყარო: https://www.nytimes.com/2021/12/03/health/coronavirus-omicron-vaccines-contagiousness.html?smid=fb-nytimes&smtyp=cur&fbclid=IwAR2Lx4GLtFLH8_qr5B0ee2sohNWfT2yQio7VhQcRnd_l-a18v3XA7YaoeUM

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები