ცნობილი ამერიკელი ანტივაქსერი – მარკუს ლამბი კოვიდ19-ის ინფექციით გარდაიცვალა

ამერიკის შეერთებული შტატების, კონსერვატორ-ქრისტიანული სატელევიზიო ქსელის – Daystar Television-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი – მარკუს ლამბი, რომლიც კოვიდ19-ის ვაქცინაციის აქტიური მოწინააღმდეგე იყო, კოვიდინფექციით გარდაიცვალა.

სატელევიზიო ქსელის ოფიციალურ “ტვიტერ”-ზე შესაბამისი განცხადება უკვე გავრცელდა, სადაც წერია, რომ მარკუს ლამბი კოვიდინფექციით გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა.

მარკუს ლამბი, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ,  კლინიკაში მოათავსეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

“მას ჰქონ­და დი­ა­ბე­ტი, მაგ­რამ ძა­ლი­ან ჯან­მრთე­ლი იყო, ჯან­სა­ღად იკ­ვე­ბე­ბო­და, ინარ­ჩუ­ნებ­და წო­ნას, იდე­ა­ლუ­რად აკონ­ტრო­ლებ­და შაქ­რის დო­ნესაც“, – განაცხადა მისმა მეუღლემ.

შეგახსენებთ, რომ მარკუს ლამბი საკუთარ გადაცემაში ხშირად აკრიტიკებდა საყოველთაო იმუნიზაციის პოლიტიკას. მისი აზრით, კოვიდ19-ის ვაქ­ცი­ნა ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი და ძა­ლი­ან სა­ში­ში ია­რა­ღი იყო. ლამბის მტკიცებით, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შე­დე­გად ადა­მი­ა­ნე­ბი იღუ­პე­ბოდ­ნენ, სატელევიზიო ეთერში კი კო­რო­ნა­ვირუ­სის ვაქ­ცი­ნის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებს ხშირად იწვევდა და ან­ტი­ვაქ­სე­რულ პრო­პა­გან­დას ეწე­ო­და.

https://www.nbcnews.com/news/us-news/marcus-lamb-anti-vaccine-christian-broadcaster-dies-covid-battle-rcna7139

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები