სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია გახდა

სამტრედიაში ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნანა იმნაძემ გახსნა, რომელმაც წარმოადგინა 2 ოქტომბრის არჩევნების მონაცემები და შემაჯამებელი ოქმი, რის შემდეგაც საკრებულოს სხდომას უხუცესი დეპუტატი – ბადრი შენგელია წარუძღვა და დეპუტატებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები გააცნო.

საკრებულოს წევრებმა ჯერ დროებითი სამანდატო და ხმის დამთვლელი კომისიები აირჩიეს. მოგვიანებით კი, დეპუტატებმა ახლადარჩეული, საკრებულოს წევრების უფლებამოსილების საკითხს ერთხმად დაუჭირეს მხარი.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ დეპუტატებმა, ფარული კენჭისყრის შედეგად, ნუგზარ ჯამბურია ხმათა უმრავლესობით – 23 ხმით აირჩიეს, თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ვაჟა სტურუა, მოადგილეებად კი ვალერიანე ფოცხვერია და ნათია პაპავა.

საკრებულოს პირველ სხდომას მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე ესწრებოდა.

დავით ბახტაძემ ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეს და დეპუტატებს წარმატებული და ნაყოფიერი მუშაობა უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები