“ვიქეიფეთ, დავლიეთ და იმიტომ ვართ აქ” – როგორ განმარტავენ საკრებულოს სხდომაზე არდასწრების მიზეზს “ნაცმოძრაობის” წევრები
დმანისის საკრებულოს ახლადარჩეული ოპოზიციონერი დეპუტატები პირველს სხდომას არ დაესწრნენ. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, დეპუტატებს “ნაცმოძრაობა” არ ენდო და ისინი თბილისში ჩამოიყვანა, რათა საკრებულოს სხდომაზე არ დასწრებოდნენ და კვორუმი არ შემდგარიყო.
“კურიერის” ინფორმაციით, ოპოზიციონერი დეპუტატები თბილისში კახა ოქრიაშვილმა ჩამოიყვანა.
დეპუტატები კი აცხადებენ, რომ სხდომას უნდობლობას უცხადებენ. სხდომაზე არდასწრების ერთ-ერთ მიზეზად კი იმას ასახელებენ, რომ მათთვის არავის დაურეკავს.
“ვიქეიფეთ, დავლიეთ და იმიტომ ვართ აქ… სხდომას უნდობლობას ვუცხადებთ, ჩვენი ერთადერთი მიზეზი სხდომაზე არყოფნის არის ის, რომ არც ცესკო-დან არც დმანისის დმანისის საკრებულოდან არავის არ დაურეკავს. კი ვიცით, რომ სხდომა უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ოფიციალურად არავინ არ შეგვატყობინა”, – აცხადებს ერთ-ერთი დეპუტატი.