თელავის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილი გახდა
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ თენგიზ მთვარელიშვილი აირჩიეს. მას 39 დეპუტატიდან 22-მა დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ოპიზიციამ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
ახალი მოწვევის საკრებულოში მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდა: 22 მანდატი აქვს „ქართულ ოცნებას“, 16 –„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ერთი კი გიორგი გახარიას პარტიას – „საქართველოსთვის“.