მხატვარული ფილმის -„ამოკის“ ჩვენება გაიმართება

3 დეკემბერს, 19:30 საათზე,  საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში, ნაჩვენები იქნება მხატვრული ფილმი „ამოკი“,
ეროვნული არქივის ინფორმაციით, ფილმი, რომელიც  გადაღებულია 1927 წელს, რეტროსპექტივის – „ქართული კინო.1920-30“ ფარგლებში იქნება ნაჩვენები.
სცენარის ავტორი და რეჟისორი: კოტე მარჯანიშვილი;
ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი;
მხატვარი: ვალერიან სიდამონ-ერისთავი.
გადაღებულია შტეფან ცვაიგის ნოველა „ამოკით შეპყრობილის“ მიხედვით.
კინოსეანსებზე დასწრება თავისუფალია.
სურათზე: ნატო ვაჩნაძე (ევროპელი ქალი) და ალექსანდრე იმედაშვილი (ექიმი) გადასაღებ მოედანზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები