რა უფლებები აქვთ ქალებს – “თალიბანმა” ქალთა უფლებებთან დაკავშირებით განკარგულება გამოსცა

“თალიბანის” მთავრობამ განკარგულება გამოსცა, რომელიც ავღანელი ქალების უფლებებს შეეხება.

დოკუმენტი “თალიბანის” დროებითი მთავრობის ინფორმაციისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

დოკუმენტის ტექსტის მიხედვით, დაქორწინების მიზნით ის არ შეიძლება, იყოს „ზავის ან მტრობის შეწყვეტის საგანი“ მამაკაცებს შორის.

გარდა ამისა, ქმრის გარდაცვალების შემთხვევაში, ქვრივს უფლება აქვს, მემკვიდრეობით მიიღოს მისი ქონების ნაწილი, შეუძლია – დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი მომავალი, კერძოდ, ხელახლა დაქორწინდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები