ოზურგეთის მუნიციპალური წყალმომარაგების კომპანიას ნუგზარ ჩხარტიშვილი უხელმძღვანელებს

ოზურგეთის მუნიციპალური წყალმომარაგების კომპანიას ნუგზარ ჩხარტიშვილი უხელმძღვანელებს. შპს „სატისის“ ახალი ხელმძღვანელი კომპანიაში მუშაობას დღეიდან შეუდგა – ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„ნუგზარ ჩხარტიშვილს კერძო და საჯარო უწყებებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მას შეუძლია რეალისტური გეგმის შემუშავება, ამოცანის შესრულებისას პროფესიონალების ჩართვა და შედეგის მიღება. წყლით მომარაგების პრობლემების მოგვარება ჩვენი 8-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომლის შესრულებაზეც, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მუნიციპალური სამსახურები იმუშავებენ“, – განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები