სალვადორში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაღუპულთა შორის ქვეყნის თავდაცვის მინისტრის შვილია

სალვადორში სამხედრო საჰაერო ძალების კუთვნილი თვითმფრინავი – Baron 55 Beechcraft სანაპირო ზონაში, წინა დღით დაკარგული, იახტის ორი მგზავრის სამძებრო ოპერაციის დროს ჩამოვარდა.

თვითმფრინავის ბორტზე სამი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, ლეიტენანტი – ჰერარდო მერინო, ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, მერინო მონროისის ვაჟი.

სალვადორის პრეზიდენტმა, ნაიბ ბუკელემ განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო ძალების ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ეკიპაჟის ყველა წევრი, მათ შორის, თავდაცვის მინისტრის შვილი დაიღუპა. პრეზიდენტმა დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა.

მისი ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრი “პირადად ხელმძღვანელობს სამაშველო ოპერაციას, მიუხედავად მისი ტკივილისა”.

“უფალო, მიეცი ძალა ჩვენი გმირების ოჯახებს”, – დასძინა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები