გერმანიაში მერკელის გაცილების ოფიციალური ღონისძიება გაიმართა (ფოტო, ვიდეო)

გერმანიაში ანგელა მერკელის გაცილების საზეიმო ოფიციალური ღონისძიება გაიმართა, რომელიც კანცლერის თანამდებობას ტოვებს.

ღონისძიება ჩირაღდნებით, ქრისტიანული ჰიმნითა და პანკ-როკის თანხლებით წარიმართა.

გერმანიის მთავრობის საიტზე ნათქვამია, რომ ცერემონია გაცილების ტრადიციული სამხედრო საზეიმო აქტის ფორმით ჩატარდა – Der Große Zapfenstreich-ის სახით. ღონისძიებას 200-მდე ადამიანი ესწრებოდა.

67 წლის მერკელმა მადლობა გადაუხადა ყველას თანამშრომლობისა და  ნდობისთვის და მომავალ მთავრობას,  მომავალ კანცლერ ოლაფ შოლცს წარმატებები და ყველა გამოწვევაზე პასუხის პოვნის შესაძლებლობა უსურვა.

ცერემონიის დროს აინთო ჩირაღდნები და მუსიკა, რომელიც თავად პოლიტიკოსმა ისურვა – ქრისტიანული ჰიმნი, სიმღერა It Will Rain Red Roses For Me და 1970-იანი წლების პანკ სიმღერა – You Forgot Your Color Film.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები