კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრად მიხეილ გიორგაძე დაინიშნა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრად მიხეილ გიორგაძე დაინიშნა – ამის შესახებ კულტურის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეა ნათქვამი. სამინისტროს ინფორმაციით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდათ.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2014 წლის 23 ივლისის N239 ბრძანებით, მიხეილ გიორგაძე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრად დაინიშნა. ასევე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე საქართველოს პრემიერ – მინისტრის N240 ბრძანებით უფლებამოსილება შეუწყდათ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილეებს“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები