დავით ქართველიშვილი – სააკაშვილს: საკუთარი დედისთვის ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ნაწილების უპრაგონოდ გამჩუქებელი, საგანმანათლებლო სფეროში მეცენატობასა და ქველმოქმედებას უწუნებ ივანიშვილს?

“საკუთარი დედისთვის ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ნაწილების უპრაგონოდ გამჩუქებელი, საგანმანათლებლო სფეროში მეცენატობასა და ქველმოქმედებას უწუნებ ივანიშვილს?”, – ექსპერტი, დავით ქართველიშვილი მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ქმრების, შვილების, მამების ციხიდან გამოსაყვანი თანხის საშოვნელად მილიონამდე მოქალაქე რომ გაუშვი იძულებით ემიგრაციაში სხვისი მოხუცების მოსავლელად – ამ თემას საშენოდ როგორ ეხები საერთოდ? უაზრო და ამჟამად უფუნქციო შენობების (პრეზიდენტის სასახლე, ქუთაისის პარლამენტი) მშენებლობაზე მილიარდები რომ გაქვს დახარჯული – მოსახლეობის რა სოციალურ ზრუნვაზე გველაპარაკები? პუტინის ბრძანებით ეროვნული უშიშროების აკადემია რომ გააუქმე – დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც მიადექი? 26 მაისს პოლიცია უკონტროლოდ მოქმედებდაო და ამით ვანოს რომ ძირავ უკვე მეორედ – პასტა/ფურცელი/ჩვენება! ფიზიოლოგიური ინსტინქტების დაკმაყოფილებაზე აგებული ავტოკრატიული სისტემის შემქმნელი – კოალიციურ მმართველობაზე ჩვენ გველაპარაკები? ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ფსიქიკის, ღირსების გამანადგურებელი, დაუნდობელი პოლიციური სისტემის ფუძემდებელი – არჩევით შერიფებზე ლექციებს გვიკითხავ, პოლიციისთვის ადამიანური ღირსების დამბრუნებელ ხელისუფლებას? საკუთარი დედისთვის ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ნაწილების უპრაგონოდ გამჩუქებელი, საგანმანათლებლო სფეროში მეცენატობასა და ქველმოქმედებას უწუნებ ივანიშვილს? ჩემს დროს პანდემიაც კი არ იყოო – ამის თქმას რაღა გიშლიდა?“, – წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები