ფოთში, კუნძულის უბანში, ზღვის სანაპირო ზოლზე ცხედარი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, 73 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, ტერიტორიას ასუფთავებდა და გულის შეტევით გარდაიცვალა.
მამაკაცის ცხედარი იდენტიფიცირებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.