ნინო წილოსანი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იმამურა აკირას შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობაზე და პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

„იაპონის მხრიდან საქართველოში სხვადასხვა პროექტების, მათ შორის, აგრო მიმართულებით პროექტების განხორციელებისას აქცენტები მუდმივად კეთდება ქალების გაძლიერებაზე და სწორედ, ამ კუთხით სამომავლო შესაძლებლობებზე გავამახვილეთ ყურადღება დღევანდელ შეხვედრაზე”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები