თეთრი სახლი: უკრაინაში აგრესიის შემთხვევაში, აშშ რუსეთის წინააღმდეგ ზომების შემოღებას არ დააყოვნებს

შეერთებულმა შტატებმა ნათლად აჩვენა, რომ მზად არის რუსეთის წინააღმდეგ უყოყმანოდ შემოიღოს სხვადასხვა ზომები, მათ შორის ეკონომიკური, თუ ის უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ნაბიჯებს გადადგამს, – განაცხადა ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯენ ფსაკიმ.

„რაც შეეხება ინსტრუმენტებს: თავიდანვე ვაჩვენეთ, რომ მზად ვართ გამოვიყენოთ მთელი რიგი ინსტრუმენტები – ეკონომიკური და სხვა სახის, რუსეთის მავნე ქმედებების დასაპირისპირებლად. სახელმწიფო მდივანმა მკაფიოდ თქვა, რომ ჩვენ უყოყმანოდ გამოვიყენებთ ამ ინსტრუმენტებს, თუმცა ამას კოორდინაციაში გავაკეთებთ, ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან მჭიდრო კოორდინაციაში”,- თქვა ფსაკიმ.

მისი თქმით, შეერთებული შტატები ამ საკითხზე აქტიურად ურთიერთობს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან და ასევე ინარჩუნებს უშუალო კომუნიკაციას უკრაინელებთან და რუსებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები