„ომიკრონის“ შტამით ინფიცირება მსოფლიოს 24 ქვეყანაში დაფიქსირდა

Coronavirus. COVID-19. 3D Render

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, „ომიკრონის“ შტამი მსოფლიოს 25 ქვეყანაში გამოვლინდა. ორგანიზაცია ასევე აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბევრი დეტალია გამოსაკვლევი ახალი შტამის შესახებ, მართებული არ იქნებ, დავასკვნათ, რომ არსებული ვაქცინები მასზე არ მოქმედებს.

ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის, მარია ვან კერხოვის განცხადებით, მეცნიერები მალე დაადგენენ, რამდენად მავნებელია „ომიკრონის“ შტამი და რამდენად სწრაფად ვრცელდება იგი.

„რამდენიმე დღეში, და არა კვირაში, მეცნიერები უკვე დაადგენენ, რამდენად მავნებელი და სწრაფად გავრცელებადია „ომიკრონის“ შტამი“, – აღნიშნა ჯანმოს წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ „ომიკრონი“ უკვე დაფიქსირდა მსოფლიოს 24 სახელმწიფოში. ქვეყნების ნუსხა კი ასე გამოიყურება: ავსტრია, ავსტრალია, ბელგია, ბოტსვანა, ბრაზიალია, კანადა, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, საფრანგეთი, გერმანია, ჰონგ-კონგი, ისრაელი, იტალია, იაპონია, ნიდერლანდები, ნორვეგია, პორტუგალია, საუდის არაბეთი, სამხრეთ აფრიკა, სამხრეთ კორეა, ესპანეთი, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ.

წყარო: https://www.npr.org/sections/coronavirus-live-updates/2021/12/01/1060477609/the-omicron-variant-has-been-found-in-23-countries

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები