ბლინკენი: პუტინმა უკრაინაში ძალიან სწრაფი შეჭრის შესაძლებლობა შექმნა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ძალიან სწრაფი შეჭრის შესაძლებლობა შექმნა, თუ ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებს.

“არსებობს მტკიცებულება, რომ რუსეთმა მოამზადა უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ მნიშვნელოვანი აგრესიული ქმედებების გეგმები”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რიგაში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრის შემდეგ, წერს Deutsche Welle.

მისი თქმით, კრემლის გეგმებში შედის ქვეყნის შიგნიდან არეულობისკენ მიმართული ძალისხმევა, ასევე „სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციები“.

ამერიკელმა დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯერჯერობით უცნობია, აქვს თუ არა გადაწყვეტილი რუსეთის ლიდერს უკრაინაში შეჭრა.

„მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მან ამის განხორციელების ძალიან სწრაფი შესაძლებლობა შექმნა, თუ მსგავსი სურვილი გაუჩნდება”, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

ბლინკენის თქმით, თუ რუსეთი უკრაინაში შეჭრაზე წავა, მის წინააღმდეგ ეფექტური ეკონომიკური ზომები იქნება შემოღებული, რისგანაც ჯერჯერობით თავს იკავებდნენ.

“ჩვენ გავუზიარეთ ჩვენი მოსაზრებები მოკავშირეებს და პარტნიორებს. და მე დავინახე დიდი სოლიდარობა ყველას მხრიდან მტკიცე განზრახვაში, რომ იყოს შემოღებული ეფექტური ზომები, თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში”, – თქვა სახელმწიფო მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები