პუტინი ნატო-სგან იურიდიულ გარანტიებს ელოდება, რომ ალიანსი აღმოსავლეთით არ გაფართოვდება

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია და მისი პარტნიორები დაჟინებით აფიქსირებენ ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოების დაუშვებლობას.

მისი თქმით, საჭიროა სამართლებრივი გარანტიები.

ამის შესახებ მან ელჩებისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა.

“საგარეო საქმეთა სამინისტროში სიტყვით გამოსვლის დროს ვთქვი, რომ ჩვენი დიპლომატიის წინაშე დგას უპირველესი ამოცანა, მიაღწიოს რუსეთისთვის უსაფრთხოების საიმედო და გრძელვადიანი გარანტიების შეთავაზებას. აშშ-სთან და მათ მოკავშირეებთან დიალოგის დროს დაჟინებით მოვითხოვთ ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოების დაუშვებლობას და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის სიახლოვეს ჩვენთვის საფრთხის შემქმნელი იარაღის განთავსებას”, – თქვა პუტინმა.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციას ამის სამართლებრივი გარანტიები სჭირდება.

„ჩვენ გვჭირდება სამართლებრივი და იურიდიული გარანტიები, რადგან ჩვენმა დასავლელმა კოლეგებმა არ შეასრულეს თავიანთი ზეპირი ვალდებულებები. ყველამ იცის გაცემული ზეპირი გარანტიების შესახებ, რომ ნატო აღმოსავლეთში არ გაფართოვდებოდა. მაგრამ ყველაფერი ზუსტად პირიქით გაკეთდა. სინამდვილეში, რუსეთის ლეგიტიმური შეშფოთება უსაფრთხოების სფეროში იგნორირებულია. ახლაც ამის იგნორირება გრძელდება“, – დასძინა პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები