ჯანმო: მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი ბოლო ერთ კვირაში 10%-ით შემცირდა

მსოფლიოში 22-28 ნოემბრის კვირას კორონავირუსით 3 799 878 ადამიანი დაინფიცირდა, რაც 15-21 ნოემბერთან მიმართებით უცვლელ სურათს წარმოადგენს მაშინ, როდესაც ლეტალობის მაჩვენებელი 10%-ით შემცირდა და 22-28 ნოემბერს  47 524 შეადგინა.

აღინიშნება, რომ ინფიცირების 70% და გარდაცვალების 61% ევროპის რეგიონზე მოდის.

ამასთან, ევროპაში 22-28 ნოემბერს ინფიცირების მაჩვენებელი 15-21 ნოემბერთან შედარებით 7%-ით არის გაზრდილი მაშინ, როდესაც ლეტალობის მაჩვენებელი 2%-ით შემცირდა.

ასევე, ინფიცირების მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება აფრიკაში – 93% და დასავლეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში 24$-ით. ამასთან, ინფირიცირების მნიშვნელოვანი კლებაა ამერიკაში 24%-ით და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 11%-ით.

გარდაცვალება გაზრდილია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 26%-ით და აფრიკაში 7%-ით; ხოლო შემცირებულია ამერიკაში 36%-ით და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში 8%-ით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები