ლავროვი: კიევი სულ უფრო თავხედი ხდება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, კიევი მოსკოვის მიმართ სულ უფრო თავხედი ხდება, მაგრამ მოსკოვი სიმშვიდეს არ დაკარგავს.

მისი თქმით, რუსეთის დიპლომატიური სამსახური იძულებული გახდა, გაესაჯაროებინა მისი მიმოწერა ფრანგ და გერმანელ კოლეგებთან.

„დიპლომატებს ეწყინათ, მაგრამ არსებითად ვერაფერი თქვეს. მრავალი წელი გვპირდებოდნენ კიევზე ზემოქმედებას, რომ რაღაცნაირად ადეკვატური იყოს, მაგრამ არაფერი ხდება და პირიქით, კიევი სულ უფრო და უფრო თავხედი ხდება მისი აგრესიით მინსკის შეთანხმებების, რუსეთის ფედერაციის მიმართ და დასავლეთის პროვოცირების მცდელობაში, მხარი დაუჭიროს სამხედრო მისწრაფებებს. მაშინ როგორ გავაგრძელოთ სხვაგვარად მუშაობა. ყველამ იცოდეს, რა ხდება სინამდვილეში, რაც გვპირდებიან ჩვენი ეგრეთ წოდებული პარტნიორები და რასაც რეალურად ახერხებენ“, – განაცხადა მან.

თუმცა, დიპლომატის თქმით, “ჩვენ არასდროს დავკარგავთ სიმშვიდეს”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები