ენტონი ფაუჩი: „ომიკრონის“ შტამის სიმსუბუქეზე ჯერ ადრეა დასკვნების გამოტანა

აშშ-ის მთავარმა ვირუსოლოგმა, ენტონი ფაუჩიმ განცხადება გააკეთა „ომიკრონის“ ახალ შტამთან დაკავშირებით და ვრცლად ისაუბრა შტამის შესახებ.

„ჯერ ადრეა „ომიკრონზე“ საუბარი – არის თუ არა ის „დელტა“ შტამთან შედარებით უფრო მსუბუქად გადასატანი, იმის მიუხედავად, რომ „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევების უმეტესობა მსუბუქად წარიმართა“, – აღნიშნა ფაუჩიმ.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ისიც განაცხადა, რომ აქვთ ინფორმაცია სამხრეთ აფრიკაში „ომიკრონით“ ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის დინამიკის მსუბუქად წარმართვის შესახებ, თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ სამხრეთაფრიკელი პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა ახალგაზრდა იყო, რაც შტამის მარტივად გადატანის წინაპირობა აღმოჩნდა.
ფაუჩის თქმით, ის იმედს იტოვებს, რომ შეერთებული შტატები შეძლებს „ომიკრონის“ შტამის გავრცელების შეჩერებას და იქვე დასძინა, რომ მოცემული პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა მოსახლეობის უფრო ფართო მასების იმუნიზაცია და რაც შეიძლება მეტი „ბუსტერდოზების“ ადმინისტრირება განხორციელდეს.

წყარო: https://edition.cnn.com/world/live-news/omicron-covid-19-variant-12-01-21/h_352c2f4f7e3c92d543c8f8407bf555ea

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები