მსოფლიოს ლიდერები, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ აიცრნენ

მსოფლიოს ქვეყნების მეთაურების  დიდი ნაწილი, ​კორონავირუსის წინააღმდეგ, ვაქცინაციის დაწყებისთანავე აიცრა. ისინი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.

ჯო ბაიდენმა ვაქცინის მეორე დოზა 11 იანვარს მიიღო.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნანენდრა მოდიმ აცრისას გადაღებული ფოტო 28 თებერვალს „ტვიტერზე” განათავსა.

„ჩვენმა მეცნიერებმა და ექიმებმა მოკლე დროში შეძლეს, კორონავირუსისთვის გლობალური ბრძოლის გამოცხადება. მოვუწოდებ ყველას აცრისკენ. ერთად გავათავისუფლოთ ინდოეთი კოვიდისგან”, – დაწერა მოდიმ.

ბენიამინ ნეთანიაჰუ, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნისას, 9 იანვარს აიცრა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა ვაქცინის პირველი დოზა 29 დეკემბერს მიიღო.

საუდის არაბეთის მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალსაუდი 8 იანვარს აიცრა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კოვიდის წინააღმდეგ 19 მარტს აიცრა.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა პირველი დოზა 15 იანვარს მიიღო.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა აცრის ფოტო „ფეისბუქზე“ 28 თებერვალს განათავსა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები