ჯანმო მოუწოდებს რისკჯგუფში მყოფ აუცრელ ადამიანებს, მოგზაურობისგან თავი შეიკავონ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რისკჯგუფში მყოფმა აუცრელმა ადამიანებმა მოგზაურობისგან თავი უნდა შეიკავონ, – ამის შესახებ BBC წერს.

ჯანმო-მ მოგზაურობის შესახებ რეკომენდაცია კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების გამო გამოაქვეყნა. განსაკუთრებით შემაშფოთებელი კი ის ფაქტი აღმოჩნდა, რომ „ომიკრონი“ ნიდერლანდებში იმაზე ადრე გამოჩნდა, ვიდრე ვარაუდობდნენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ახალ შტამთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ბევრი კითხვაა, მათ შორის – ვარიანტის გავრცელებასთან, დაავადების სიმძიმესთან, ტესტებისა და ვაქცინების ეფექტიანობასთან დაკავშირებით. გებრეიესუსმა ჯანმო-ს წევრ ქვეყნებს რაციონალური, პროპორციული ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

მას შემდეგ, რაც ახალი შტამის შესახებ გახდა ცნობილი, მსოფლიოს ქვეყნებმა სამხრეთ აფრიკასთან ავიამიმოსვლა შეაჩერეს, რასაც გაერო-სა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის თქმით, სამხრეთ აფრიკის იზოლაციის გამო ღრმად არის შეშფოთებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები