კობა ნაყოფია: სააკაშვილი მხარდამჭერებს შემდეგ სასამართლო პროცესზე თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქციის გამართვისაკენ მოუწოდებს

მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს გორის ჰოსპიტალში “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, კობა ნაყოფიამ მოინახულა.

ნაყოფიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს შემდეგ სასამართლო პროცესზე თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქციის გამართვისაკენ მოუწოდებს.

“მიხეილ სააკაშვილი თავის მხარდამჭერებს მოუწოდებს, რომ ისინი მოვიდნენ, გამართონ აქცია. ის აუცილებლად წარდგება შემდეგ სასამართლო პროცესზე. ის შემდეგ პროცესზე წარდგება, როგორც ბრალმდებელი, ძალიან სერიოზულად ემზადება ამ პროცესისთვის და ექნება თავისი საბრალდებო დასკვნა”, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები