დმანისის მუნიციპალიტეტში ტრენინგი – ,,იყავი მის ადგილას’’, ჩატარდა
დმანისის მუნიციპალიტეტში ტრენინგი – ,,იყავი მის ადგილას’’, ჩატარდა. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, ტრენინგის სამიზნე აუდიტორია ადგილობრივი მოსახლეობა იყო, მათ შორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, საჯარო მოხელეები და პედაგოგები.
“ტრენინგების მიზანი იმ მავნე გენდერული სტერეოტიპების, სოციალური ნორმებისა და დამოკიდებულებების ცვლილებაა, რომლებიც ხშირად ქალთა მიმართ ძალადობის გამომწვევია ან ამართლებს ასეთ ქცევას.
ტრენინგების ციკლი, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ქალთა საინფორმაციო ცენტრი გურიასა და ქვემო ქართლში ახორციელებს, ცნობილი სახელმძღვანელოს In Her Shoes-ის მიხედვითაა შექმნილი. იგი ინტერაქტიულ როლურ თამაშებსა და ძალადობაგამოვლილი ქალებისა და გოგოების რეალურ ისტორიებს ეფუძნება.
ინიციატივის ფარგლებში, კოვიდ რეგულაციების დაცვით, პროექტის პირველ ეტაპზე დმანისის მუნიციპალიტეტში 2 ტრენინგი ჩატარდა. (50% ქალი და 50% კაცი)”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.