გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ გარკვეული კორონავირუსული შეზღუდვა კონსტიტუციურად ცნო

გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ მთავრობის მიერ დაწესებული, გარკვეული კორონავირუსული შეზღუდვა კონსტიტუციურად ცნო.

როგორც მედია წერს,  კარლსრუეს ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სახლიდან გასვლისა და კონტაქტის შეზღუდვები, ასევე, სკოლების დახურვა კანონიერი იყო.

სასამართლოში შეტანილი ორი სარჩელიდან ერთი  „ფედერალურ საგანგებო დამუხრუჭებას“ ეხებოდა, რომელიც აპრილიდან ივნისამდე მოქმედებდა. გადაწყვეტილების ფარგლებში, ფედერალური მიწებს ე.წ. კომენდანტის საათი და სხვა შემზღუდავი ზომების შემოღება უწევდათ.

მეორე სარჩელი ეხებოდა კარანტინს, სახლში ჩაკეტვებსა და სკოლების დახურვას.

სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ თავშეყრის ადგილებში ადამიანების რაოდენობის შეზღუდვა, ისევე როგორც ე.წ.კომენდანტის საათი ვითარების პროპორციული იყო.

ასევე, სასამართლოს დასკვნით, საკლასო ოთახებში სწავლის დასწრების შეზღუდვა განათლების მიღების უფლებას არ კრძალავდა, რადგან სკოლები ონლაინ-გაკვეთლებს ატარებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები