აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ ჯანდაცვის მუშაკთა სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ თეთრი სახლის განკარგულება დაბლოკა

მისურის ფედერალურმა სასამართლომ აშშ-ის 10 შტატში თეთრი სახლის განკარგულების ამოქმდება დაბლოკა, რომელიც ჯანდაცვის სფეროს მილიონობით მუშაკების სავალდებულო ვაქცინაციას გულისხმობს.

განკარგულების ამოქმედება დაბლოკილია მისურის, ალასკას, არკანზასის, აიოვას, კანზასის, ნებრასკას, ჩრდილოეთ და სამხრეთ დაკოტაში, ვაიომინგში და ნიუ ჰემფშირის შტატებში. ეს ის შტატებია, რომლებმაც ერთ-ერთმა პირველებმა შეიტანეს სარჩელი სასამართლოში თეთრი სახლის წინააღმდეგ.

ბაიდენის ადმინისტრაციის განკარგულებით, 76 000 სამედიცინო ცენტრში და კლინიკაში მომუშავე, დაახლოებით, 17 მილიონი სამედიცინო მუშაკი ვალდებული იყო, ვაქცინაცია გაევლო.

თუმცა, სასამართლოს განაჩენში ნათქვამია, რომ სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც ემსახურებიან მოხუცებსა და ღარიბებს ფედერალური პროგრამების “მედიქეარის” და “მედიქეიდის” ფარგლებში, არ მიუღიათ კონგრესისგან მკაფიო მანდატი ვაქცინაციის მოთხოვნის შესასრულებლად.

თავდაპირველად დადგინდა, რომ ყველა ამ თანამშრომელს ვაქცინის პირველი დოზა 6 დეკემბრამდე უნდა მიეღო, ხოლო მეორე დოზა – მომავალი წლის 4 იანვრამდე.

თუმცა, მოსამართლემ ჩათვალა, რომ ფედერალური ხელისუფლება ერევა იმ სფეროში, რომელიც ტრადიციულად შტატების ხელისუფლების პრეროგატივაა, რაც არღვევს თავად ამერიკული ფედერალიზმის პრინციპს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები