აშშ-ის პრეზიდენტი „ომიკრონის“ შტამის გამო ახალი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობას ვერ ხედავს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ის ვერ ხედავს ახალი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობას ახალი შტამის აღმოჩენის გამო. მან ასევე აღნიშნა, რომ „ომიკრონის“ შტამის აღმოჩენა ახალი პანდემიის მიზეზი ვერ გახდება. აღნიშნული განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა გუშინ, გვიან ღამით გააკეთა.

მან განმარტა, რომ არ გამორიცხავს, უახლოეს დღეებში შტამი აშშ-ის ტერიტორიაზეც დაფიქსირდეს, თუმცა, მისი აზრით, ეს „ლოკდაუნის“ მიზეზი ვერ გახდება.

„ხსენებული ვარიანტი ნამდვილად საგულისხმოა, თუმცა, არ წარმოადგენს ახალი პანდემიის ტალღის დაწყების მიზეზს. თუ მოქალაქეები ვაქცინირებულები იქნებიან, ატარებენ პირბადეებს, „ლოკდაუნის“ გამოცხადების საჭიროება აღარ იქნება “, – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენის განცხადება ეწინააღმდეგება ცენტრალური ევროპის ქვეყნების მიერ „ომიკრონის“ შტამის გავრცელების შეჩერების მიზნით ამოქმედებულ გადამჭრელ ზომებს. დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებმა შტამის გავრცელების შესაჩერებლად უკვე დააწესეს დამატებითი შეზღუდვები, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე შტამის განსაკუთრებული მავნებლობის შესახებ შესაბამისი მტკიცებულებები არ არსებობს.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/news/2021/11/29/joe-biden-omicron-variant-no-cause-panic/

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები