„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრებმა „ომიკრონის“ შტამთან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრა გამართეს

„კოვიდ – 19“-ის ახლად აღმოჩენილ შტამთან დაკავშირებით, გუშინ, გვიან საღამოს „დიდი შვიდეულის“ ჯანდაცვის მინისტრების საგანგებო, ონლაინშეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილე მხარეებმა ერთხმად დააფიქსირეს, რომ „ომიკრონის“ შტამი სწრაფი და გადამწყვეტი ზომების მიღებას საჭიროებს, რადგან ინფიცირების მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება.

„დიდი შვიდეულის“ ჯანდაცვის მინისტრებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი სამხრეთ აფრიკელი მედიკოსების მიერ გაწეულ ღვაწლს „ომიკრონის“ აღმოჩენისა და მისი კვლევის თვალსაზრისით და აღნიშნეს, რომ ახალი შტამი ყველა ქვეყნისთვის განგაშის სიგნალი უნდა გახდეს.
შეხვედრაზე ითქვა ისიც, რომ „სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს არსებული ვაქცინების რელევანტურობის საკითხს ახალ შტამთან მიმართებით“ ისევე, როგორც – საჭირო ინფორმაციის მიწოდებას მოსახლეობისთვის ვაქცინების თაობაზე.
მინისტრები „ომიკრონის“ შტამის საკითხთან დაკავშირებით მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ამასთან, პროცესში აქტიურად ჩაერთვება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.

წყარო: https://www3.nhk.or.jp/nhkworld/en/news/20211130_N01/

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები