ხულოში, მუნიციპალურ ორგანიზაციებს შორის საფეხბურთო ტურნირი გაიმართა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მუნიციპალურ ორგანიზაციებს შორის საფეხბურთო ტურნირი ჩატარდა.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირში 8 ორგანიზაციის გუნდი იღებდა მონაწილეობას.
“დაძაბული და საინტერესო თამაშის შემდეგ I ადგილი ენერგო-პრო ჯორჯიას გუნდმა მოიპოვა, ხოლო II და III ადგილები ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის და ტექნო-ჯორჯიის გუნდებმა გადაინაწილეს
გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.