“თვეები დასჭირდება ”ომიკრონის” საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნასა და დიდი რაოდენობით წარმოებას” – Moderna-ს გენერალური დირექტორი

ფარმაცევტულ კომპანია Moderna-ს გენერალური დირექტორი, შტეფან ბანსელი აცხადებს, რომ კოვიდ19-ის ახალი შტამის – “ომიკრონის” წინააღმდეგ ვაქცინის შექმნასა და დიდი რაოდენობით წარმოებასა და გადაზიდვას თვეები დასჭირდება.

ამის შესახებ მან CNBC-თან საუბარში თქვა.

“თვეები იქნება საჭირო, სანამ “ომიკრონის” წინააღმდეგ სპეციალური ვაქცინა იქნება მზად დიდი რაოდენობით გადასაზიდად”, – თქვა ბანსელმა.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ მინიმუმ ორი კვირა დასჭირდება იმის დადგენას, თუ რამდენად იმოქმედა ვირუსის ახალმა მუტაციამ დღეს არსებული ვაქცინების ეფექტურობაზე.

“ფაიზერში” განაცხადეს, რომ შეუდგნენ ახალ შტამთან მათი ვაქცინის ადაპტირებას, რასაც 100 დღეზე ნაკლები დრო დასჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები