სააკაშვილი: საქართველოში რომ უნდა დავბრუნებულიყავი, მითხრა სანდრამ, რომელსაც ძალიან ვენდობი, ასევე, ჩემმა 15 წლის შვილმა

საქართველოს მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ის საქართველოში ქართველების თხოვნით დაბრუნდა.

როგორც მესამე პრეზიდენტმა აღნიშნა, მას საქართველოში ჩამოსვლისკენ ოჯახმაც მოუწოდა.

“მე ჩამოვედი, რადგან ძალიან ბევრი ქართველისგან გამიგია, რომ უნდა დავბრუნებულიყავი – იმ თანამემამულეებისგან, რომლებსაც ვხვდებოდი ევროპასა და ამერიკაში. რომ უნდა დავბრუნდე საქართველოში, ბოლოს მითხრა ჩემმა 15 წლის შვილმა – ნიკუშამ, მითხრა სანდრამ, რომელსაც ძალიან ვენდობი და რომელთან ერთად გავზარდე 2 ძალიან მაგარი შვილი და სანდრას ნამუშევრის კვალი არის ყველგან, მათ შორის, ციხის სისტემაში, სადაც უამრავი კეთილი საქმეა გაკეთებული პატიმრების ჯანდაცვის კუთხით. მითხრა ჩემთვის მნიშვნელოვანმა ადამიანმა უკრაინაში და ამ ადამიანის აზრიც, რომლისთვისაც მე ძალიან ძვირფასი ვიყავი და ვარ, ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი. დედაჩემმა, რომ როგორც დედას, არ უნდა –  თავი საფრთხეში ჩავიგდო, მაგრამ როგორც საქართველოს პატრიოტს, ვთვლი, რომ ცუდ სიტუაციაში ვარ და ახლა ვართ ისეთ ცუდ სიტუაციაში, რომ რაღაც უნდა ვქნათ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები