„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ნაზალური სპრეი ტესტირების ფინალურ ეტაპზეა

დიდი ბრიტანეთის ლაბორატორიებში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ნაზალური პრეპარატის ტესტირება ფინალურ ეტაპზეა. ტესტირების დასრულებისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ, პრეპარატი, ტაბლეტირებული ფორმის ნაცვლად, ნაზალური სპრეის ფორმით ჩაეშვება წარმოებაში.

„ბიონტეკის“ შვილობილი კომპანიის – „რაფაელ ლაბსის“ მიერ შექმნილი საცდელი პრეპარატი ტესტირებას უკვე 1 წელია, გადის. აღნიშნულ პროცესში ჩართული მეცნიერები ვარაუდობენ, რომ პაციენტებს შეუძლიათ ახალი ნაზალური სპრეის „კოვიდ-19“-ის მკურნალობის მიზნით გამოყენება, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი შტამით მოხდა ინფიცირება.
ცნობილია, რომ ნაზალური სპრეის გამოყენება პროფილაქტიკური მიზნებისთვისაც იქნება შესაძლებელი.
„რაფაელ ლაბის“ კომპანიის თავმჯდომარის და ლონდონის მედიცინის სკლის პროფესორის- რაკეშ უპალის განცხადებით – „ვირუსი რომ ორგანიზმში არ მოხვდეს, მას კონკრეტული ქიმიური პროცესების გავლა უწევს. ჩვენ შევძელით აღნიშნულ ქიმიურ პროცესში მანიპულაციების შედეგად ჩარევა და მისი ხელის შეშლა ახალი პრეპარატით, რაც ინფექციის ორგანიზმში შეღწევის პროცესს შეაჩერებს“. მისი თქმით, აღნიშნული მიდგომა „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში ფუნდამენტურ ცვლილებას შეიტანს.

„არ აქვს მნიშვნელობა, რომელი შტამით მოხდა ინფიცირება. პრეპარატი უკვე გამოვცადეთ ყველა არსებული შტამის წინააღმდეგ და ის ყველა შემთხვევაზე ერთნაირად ეფექტიანად მოქმედებს, რადგან ის ქიმიური პროცესის შედეგად მიღებული საშუალებაა“, – აღნიშნა რაკეშ უპალმა.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე პრეპარატი „ფოქსველის“ სახელით გადის ტესტირებას და ის, არსებული ვაქცინებისგან განსხვავებით, კოვიდინფექციაზე სრულიად სხვაგვარად ზემოქმედებს.

წყარო: https://www.euronews.com/next/2021/11/27/could-this-nasal-spray-be-the-solution-to-preventing-and-treating-all-covid-variants

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები