გივი მიქანაძე – სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე: მოქალაქეების შეკრება წნეხის ხასიათს ატარებს და შეიძლება, პროვოკაციული ხასიათის იყოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს გამოეხმაურა.

მისი თქმით, მოქალაქეების შეკრება საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მსჯავრდებულ მე-3 პრეზიდენტის პროცესი მიმდინარეობს, ერთგვარი წნეხის ხასიათს ატარებს და შეიძლება, პროვოკაციული ხასიათის იყოს.

“პროცესი იცით, რომ წარიმართება სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგიით და, რა თქმა უნდა, ეს პროცესი იქნება მაქსიმალურად გამჭირვალე, წარიმართება იმ კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული ადამიანს უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას და საზოგადოება იხილავს ყველა იმ მტკიცებულებას, ფაქტს, რომელსაც სასამართლო განიხილავს. მოქალაქეების შეკრება ერთგვარი წნეხის ხასიათს ატარებს და შეიძლება, პროვოკაციული ხასიათის იყოს, ამიტომ, მიზანშეწონილია, რომ მივცეთ საშუალება სასამართლოს,  თავისუფალ რეჟიმში ჩაატაროს ის პროცესი რომელიც კანონმდებლობის სრული დაცვით წარიმართება”,- განაცხადა გივი მიქანაძემ.

შეგახსენებთ, ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც ექსპრეზიდენტი პირადად ესწრება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები