ურსულა ფონ დერ ლაიენი: Pfizer-მა ვაქცინა ახალ შტამს 100 დღის ვადაში უნდა მოარგოს

ევროკომისიის ხელმძღვანლის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირთან დადებული შეთანეხმების მიხედვით, Pfizer-მა საკუთარი ვაქცინა ახალ შტამს, ამ შემთხვევაში, “ომიკრონს” 100 დღის ვადაში უნდა მოარგოს, თუ მისი მაღალი საფრთხე იქნება დადასტურებული.

ამის შესახებ მან რიგაში პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მეცნიერებმა 2-3 კვირაში უნდა შეაგროვონ ყველა საჭირო ინფორმაცია ახალი შტამის შესახებ და ევროკავშირის ქვეყნებმა ამ პერიოდში უნდა გააძლიერონ ვაქცინაცია, რევაქცინაცია და სანიტარული ზომები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები