ჯანმო: “ომიკრონის” შტამით ინფიცირების რისკი კორონავირუსგადატანილ ადამიანებში მაღალია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, კოვიდ19-ის “ომიკრონის” შტამით ინფიცირების რისკი მაღალია იმ პირებში, რომლებმაც დაავადება უკვე დაამარცხეს, ვიდრე ეს სხვა შტამებთან მიმართებით იყო.

„წინასწარი მონაცემები მიანიშნებს იმაზე, რომ შეიძლება, იყოს “ომიკრონით” ხელახალი ინფიცირების რისკი იმ ადამიანებში, რომლებსაც ადრე ჰქონდათ COVID-19, ვიდრე ეს სხვა ვარიანტებთან შედარებით იყო, მაგრამ ინფორმაცია შეზღუდულია. ამის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია უახლოეს დღეებსა და კვირებში გახდება ცნობილი“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები