“ომიკრონის” 13 ახალი შემთხვევა ნიდერლანდებში – სამხრეთ აფრიკაში მოგზაურობის ისტორიის მქონე მოქალაქეებს სასწრაფო ტესტირებას სთხოვენ

კორონავირუსის ახალი შტამი “ომიკრონი” დაუდგინდა კიდევ 13 ადამიანს, რომლებიც ნიდერლანდების დედაქალაქში სამხრეთ აფრიკიდან ჩაფრინდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ისინი იმ 61 მგზავრს შორის არიან, რომლებიც მოგზაურობისას ახალი ვარიანტით დაინფიცირდნენ. პაციენტები აეროპორტთან ახლოს მდებარე სასტუმროში, კარანტინში გადაიყვანეს. ისინი კი,  ვინც კოვიდუარყოფითი აღმოჩნდნენ, თვითიზოლაციის მოთხოვნით სახლებში გაუშვეს.

“ომიკრონის” 13 შემთხვევის დადასტურების შემდეგ ნიდერლანდების ჯანდაცვის მინისტრმა სთხოვა მოქალაქეებს, რომელიც სამხრეთ აფრიკიდან დაბრუნდნენ, სასწრაფოდ გაიკეთონ ტესტი.

ომიკრონის” შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ინფორმაცია პირველად ოთხშაბათს გაავრცელა. წინასწარი ინფორმაციით, მას რეინფიცირების მეტი რისკი აქვს, ვიდრე სხვა შტამებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები