ისრაელი უცხოეთის ყველა მოქალაქისთვის საზღვრებს კეტავს

ისრაელმა მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყანაში არცერთი სხვა ქვეყნის მოქალაქე არ შეუშვას. ისრაელი პირველი ქვეყანაა, რომელიც სამხრეთ აფრიკაში ახალი შტამის, ომიკრონის დაფიქსირების შემდეგ საზღვრებს მთლიანად კეტავს. ამასთან, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თქმით, ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად კონტრტერორისტულ სატელეფონო თვალთვალის ტექნოლოგიას გამოიყენებენ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, აკრძალვა, რომელიც მთავრობის სრულმა შემადგენლობამ უნდა დაამტკიცოს, 14 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ხელისუფლების წევრები იმედოვნებენ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში უფრო მეტი ინფორმაცია ექნებათ, თუ როგორ მოქმედებენ ომიკრონის წინააღმდეგ ვაქცინები.

ისრაელის შს მინისტრის განცხადებით, მიიჩნევენ, რომ თეორიულად ახალი ვარიანტი უკვე ყველა ქვეყანაში შესაძლოა იყოს.

ისრაელის მოქალაქეები, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, კარანტინს დაექვემდებარებიან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები