ისრაელი, კორონავირუსის ახალი შტამის აღმოჩენის გამო, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ზღვარზეა
ისრაელის პრემიერმინისტრის, ნაფტალი ბეტენტის განცხადებით – „ისრაელი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ზღვარზეა“ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამით, „ომიკრონით“ დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. პრემიერმინისტრის განცხადებით, ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევა მალავიდან ისრაელში ჩამოსულ მგზავრს დაუფიქსირდა.
„ჩვენი კარდინალური პრინციპია, ვიმოქმედოთ სწრაფად და მთელი სიმკაცრით. ქვეყანაში ახალი რეალობა გვაქვს. ახალი შტამი ძალიან სახიფათია“, – აღნიშნა ბენეტმა განცხადებაში.
მეცნიერები ჯერ კიდევ ცდილობენ, დაადგინონ, ვრცელდება თუ არა „ომიკრონი“ უფრო სწრაფად, აქამდე აღმოჩენილ სხვა ისეთ შტამებთან შედარებით, როგორებიცაა – „დელტა“ და „ალფა“. ამ ეტაპზე დანამდვილებით არის ცნობილი, რომ ახალი შტამი მუტაციური პროცესების სიმრავლით გამოირჩევა, რაც მას გაცილებით საშიშს ხდის სხვა შტამებთან შედარებით.
წყარო: https://www.bloomberg.com/news/articles/2021-11-26/israel-identifies-case-of-covid-19-variant-found-in-south-africa