ჯანმომ „კოვიდ-19“-ის ახალ შტამს „ომიკრონი“ უწოდა
ჯანდაცვის ორგანიზაციამ „კოვიდ-19“-ის ახლად აღმოჩენილი ვარიანტის კატეგორიზაცია მოახდინა – ის ყველაზე „საგანგაშო“ შტამების კატეგორიაში შეიტანეს და მას ოფიციალურად „ომიკრონი“ ეწოდა.
„ახალი შტამი მუტაციის რამდენიმე ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ფაზას გადის, რომელთაგანაც რამდენიმე განსაკუთრებით საშიშია. პირველადი კვლევებით დადგინდა, რომ ეს შტამი განსაკუთრებით საშიშია და ამიტომ ჯანმომ სპეციალურ კატეგორიაში შეიტანა“, – აღნიშნულის შესახებ განცხადება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჯანდაცვის სააგენტომ გააკეთა.
იმავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ვარიანტი „B.1.1.529“ ამიერიდან მოხსენიებული იქნება, როგორც „ომიკრონი“. ეს ჯანდაცვის მსოფლო ორგანიზაციის რეგულაციის მიხედვით განხორციელდა, რაც განსაკუთრებულად საშიში შტამებისთვის სახელის მიცემას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ „ალფა“ ვარიანტის მსგავსად, „ომიკრონიც“ სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში კი მისი არსებობის შესახებ პირველი ინფორმაცია 24 ნოემბერს მიიღეს, თუმცა ნიმუში ადგილზე 9 ნოემბერს აიღეს.
ამ დროისთვის „ომიკრონის“ შტამი უკვე დაფიქსირდა შემდეგ ქვეყნებში: სამხრეთ აფრიკა, ბოტსვანა, ჰონგ-კონგი, ბელგია, ისრაელი.
წყარი: https://www.euronews.com/2021/11/26/who-labels-new-covid-19-variant-of-concern-names-it-omicron