პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის მხარდასაჭერად, საქართველოში აკრედიტირებული, დიპლომატიური კორპუსის, გაეროს მისიის, ევროკავშირისა და ბიზნესის წარმომადგენლები შეიკრიბენ

წინანდლის ფესტივალის პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის მხარდასაჭერად სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, გაეროს მისიის, ევროკავშირისა და ბიზნესის წარმომადგენლები შეიკრიბენ. ინფორმაციას მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების ორგანიზატორების მიზანი იყო პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის მხარდამჭერთა რაოდენობის გაზრდა და მათ მიერვე შედგენილი მშვიდობისა და ერთობის გზავნილის მთელს რეგიონში გავრცელებისთვის საჭირო ფონდების მოძიება.

“საღამოს ესწრებოდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და საზოგადოების წარმომადგენლები.

საღამოზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბაზაზე 2019 წელს შექმნილი „თბილისის გია ყანჩელის ახალგაზრდული ორკესტრისა“(TYO) და პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის კოლაბორაციით შესრულდა მენდლსონის სიმფონია და მალატსის ესპანური სერენადა გიტარისა და ორკესტრისათვის (დირიჟორი – კახი სოლომონიშვილი, სოლისტი – კრისტოფ დენოტი/Christoph Denoth, ესპანელი წარმატებული გიტარისტი, როიალ აკადემის პროფესორი).

პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი (PCYO), როგორც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი კულტურულ-
საგანმანათლებლო პროექტი, 2019 წელს წინანდალის ფესტივალის ფარგლებში დაარსდა და ექვს ქვეყანაში
(საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, უკრაინა, თურქეთი) შერჩეული ახალგაზრდა, ნიჭიერი
მუსიკოსებისგან დაკომპლექტდა. აღსანიშნავია, რომ ორკესტრის წევრებს შორის არის „თბილისის გია ყანჩელის სახელობის ახალგაზრდული ორკესტრის“ სრული შემადგენლობა. პან-კავკასიური ორკესტრის შექმნის მთავარი იდეა იყო რეგიონში მშვიდობისა და ერთობის მისაღწევად ახალგაზრდა მუსკოსთა მუსიკის ენით დაკავშირება.

საღამოს მსვლელობისას წინანდლის ფესტივალს და პან-კავკასიურ ორკესტრს თანადგომა გამოუცხადეს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალაგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, შვეიცარიის, გერმანიის, ნორვეგიის საელჩოების წარმომადგენლება და გაეროს მისიამ საქართველოში”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები