საახალწლო ილუმინაციების სამონტაჟო სამუშაოების გამო, 27-30 ნოემბრის 00:00-დან 07:00 საათამდე პერიოდში რესპუბლიკის მოედანი ჩაიკეტება

თბილისში საახალწლო ილუმინაციების სამონტაჟო სამუშაოების გამო, 27-30 ნოემბრის, 00:00-დან 07:00 საათამდე პერიოდში რესპუბლიკის მოედანი ჩაიკეტება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

“შპს „თბილსერვის ჯგუფი“ საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს განაგრძობს.

სამონტაჟო სამუშაოები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე, 27-30 ნოემბრის ჩათვლით, 00:00-დან 07:00 საათამდე პერიოდში იწარმოებს. ამ მიზნით ჩაიკეტება პირველი რესპუბლიკის მოედანი და ავტომანქანების გადაადგილება სრულად შეიზღუდება.

„თბილსერვის ჯგუფი“ ბოდიშს გიხდით გადაადგილებისას შექმნილი დისკომფორტისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები