საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მრავალფუნქციური ინტერაქტიული რუკების ვებგვერდი Maps.gov.ge შექმნა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მრავალფუნქციური ინტერაქტიული რუკების ვებგვერდი Maps.gov.ge შექმნა. ციფრული პლატფორმის პრეზენტაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,მრავალფუნქციური ვებგვერდის საშუალებით მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ პირადი ნომრით, უძრავი ქონების საკადასტრო კოდით ან უძრავი ქონების მისამართით მოიძიონ მათთვის სასურველი ინფორმაცია. ამასთან, ვებგვერდზე ასევე შესაძლებელია სივრცის გაზიარება, რუკებზე ადგილმდებარეობის განსაზღვრა, ობიექტებს შორის მანძილის და ფართობის გაზომვა და რუკის მართვის სხვა ინსტრუმენტების გამოყენება.

“ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, მისი მოადგილეები, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ოლეგ (ბაჩო) თორთლაძე და ვებგვერდზე მომუშავე სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

მრავალფუნქციური ვებგვერდის საშუალებით მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ პირადი ნომრით, უძრავი ქონების საკადასტრო კოდით ან უძრავი ქონების მისამართით მოიძიონ მათთვის სასურველი ინფორმაცია. ვებგვერდზე ასევე შესაძლებელია სივრცის გაზიარება, რუკებზე ადგილმდებარეობის განსაზღვრა, ობიექტებს შორის მანძილის და ფართობის გაზომვა და რუკის მართვის სხვა ინსტრუმენტების გამოყენება.

თემატურად დაყოფილი ინტერაქტიული რუკების საშუალებით მოქალაქეები მარტივად შეძლებენ გეოგრაფიული მონაცემები, განახლებული ორთოფოტოგეგმები და მრავალფეროვანი ტოპოგრაფიული მონაცემები იპოვონ.

ვებგვერდი ორენოვანია და სრულად თავსებადია მობილურ მოწყობილობებთან, პლანშეტებთან და სხვა ოპერაციულ სისტემებთან.

ღონისძიების დასასრულს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ოლეგ (ბაჩო) თორთლაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პროექტზე მომუშავე თანამშრომლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები