კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასთან “სირცხვილია” აქციას მართავს

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შენობასთან “სირცხვილია” აქციას მართავს. აქტივისტები კომისიის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, “მთავარი არხი” 112 000 ლარით დაჯარიმდა.

ცნობისთვის, კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ “მთავარი არხი” 25 ნოემბერს სამი კლიპის გამო დააჯარიმა, რომლებიც არაწინასაარჩევნო კამპანიის დროს სატელევიზიო ეთერში გაეშვა. არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, “მთავარი არხი” არ აპირებს ფულის გადახდას და გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები