კორონავირუსის ახალი შტამის გამო, სამხრეთ აფრიკასთან ევროკავშირის ქვეყნები ​ ავიამიმოსვლას აჩერებენ

ევროკავშირის ქვეყნები, კორონავირუსის ახალი შტამის გამო, სამხრეთ აფრიკასთან ავიამიმოსვლას აჩერებენ.

ბრიტანეთის და გერმანიის შემდეგ, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო საფრანგეთმა, იტალიამ, ნიდერლანდებმა, ავსტრიამ და ხორვატიამ.

საფრანგეთი აჩერებს ავიამიმოსვლას მინიმუმ მომდევნო 48 საათით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან, ბოტსვანასთნ, ზიმბაბვესთან, მოზამბიკითან, ნამიბიიასა და ესვატინისთან. ადამიანებს, რომლებიც იმყოფებოდნენ ამ ქვეყნებში ბოლო 14 დღის განმავლობაში, სთხოვენ, რაც შეიძლება მალე მივიდნენ ტესტის ჩასაბარებლად.

იტალიამ დროებით აუკრძალა შესვლა მათ, ვინც ამ ქვეყნებში იმყოფებოდა ბოლო 14 დღის განმავლობაში.

ნიდერლანდების მოქალაქეები ამ ქვეყნებიდან დაბრუნებას შეძლებენ თვითიზოლაციისა და ორი ტესტის ჩაბარების შემდეგ. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, გადაწყვეტილების მიღების დროისთვის ორი რეისი უკვე გზაში იყო.

ავსტრიაში შეზღუდვები შუაღამიდან ამოქმედდება, ამ ქვეყნებიდან ფრენები და შესვლა აიკრძალება. ავსტრიის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, სახლში დაბრუნდნენ, ოღონდ – სპეციალური რეგისტრაციის, 10-დღიანი კარანტინისა და უარყოფითი ტესტის შემდეგ.

ანალოგიური ვითარებაა ხორვატიის შემთხვევაში – 14-დღიანი კარანტინი და ტესტირება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები