ზელენსკი: ინფორმაცია მივიღე, რომ უკრაინაში 1-2 დეკემბერს სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანაში 1-2 დეკემბერს სახელმწიფო გადატრიალებაა დაგეგმილი.

ამის შესახებ მან დიდი პრესკონფერენციის დროს თქვა.

„ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ სადაზვერვო ინფორმაცია, გვაქვს აუდიოინფორმაციაც, სადაც უკრაინის წარმომადგენლები რუსეთის წარმომადგენლებთან ერთად განიხილავენ რინატ ახმეტოვის მონაწილეობას უკრაინაში გადატრიალებაში, რომ იქნება მოზიდული 1 მილიარდი დოლარი და ასე შემდეგ. ვფიქრობ, ბიზნესმენ რინატ ახმეტოვის უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩათრევას ცდილობენ. ვფიქრობ, რომ მან ის დაიწყო. მიმაჩნია, ეს მისი დიდი შეცდომა იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სადაზვერვო მასალებზე რუსეთიდან და უკრაინიდან ზოგიერთი ადამიანი „მსჯელობს იმაზე, რომ საზოგადოება მზად არის,
აუცილებელია ინფორმაციის მიწოდება და რომ რინატ ახმეტოვი მზადაა, ჩაერთოს სახელმწიფო გადატრიალების საკითხში – მოქმედი პრეზიდენტის შეცვლაში”.

ზელენსკი თვლის, რომ სახელმწიფო გადატრიალებაში ახმეტოვს მისი უახლოესი გარემოცვა ითრევს.

“არ მჯერა, რომ ახმეტოვი ამისკენ პირდაპირ გაიქცევა. ვფიქრობ, ეს მისი საბედისწერო შეცდომა იქნება”, – დასძინა პრეზიდენტმა.

ამასთან, ზელენსკი არ გამორიცხავს, ​​ ახმეტოვმა არ იცოდეს, რომ მას გადატრიალებაში ითრევენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები